გიგა ბოკერია გიორგი კვირიკაშვილს - ჩემს თვალში თქვენი პოლიტიკური სიტყვის ფასი ნულია

საპენსიო რეფორმას რომ აპირებთ, იქნებ დადოთ საჯარო პირობა, რომ ამ ილუზორული რეფორმის ქვეშ გადასახადებს კიდევ არ გაზრდით, - აღნიშნული განცხადებით უმცირესობის ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიმართა.

ბოკერიამ აქვე კვირიკაშვილის მისამართით აღნიშნა, რომ მის თვალში კვირიკაშვილის პოლიტიკური სიტყვის ფასი ნულია.

”კოლეგა გამოდიოდა უმრავლესობიდან, რომელმაც ბრძანა, რომ ათწლეული გვჭირდება 7%-იანი და უფრო მაღალი ზრდით იმისთვის, რომ სიტუაცია რეალურად გადავტეხოთ. მართალი ბრძანდებით, ასეა ნამდვილად! კითხვა იბადება, როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს? რა მდგომარეობაა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით?! თურმე 4.5% და 4.9% არის საზეიმო, როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა გამოგვიცხადა. გუშინ, პრემიერ-მინისტრი და ფინანასთა მინისტრი მეკამათა, რომ თურმე თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საგადასახადო ტვირთი არ იზრდება - ეს არის ფული, რომელსაც თქვენ ბიზნესს და მოქალაქეებს ართმევთ. წაგიკითხავთ ციფრებს - 2013 წელს საგადახადო ტვირთი, ფული, რომელსაც თქვენ ეკონომიკიდან იღებთ, მშპ-ს 24.8% იყო. ახლა არის 26%. გვამშვიდებდით, რომ მომავალში შემცირდებოდა. გიწერიათ, რომ 2018 წელს 25.3%, მაგრამ მერე, 2019 წელს, თქვენივე ციფრებით ისევ იზრდება. ამიხსენით, როგორ უწყობს ხელს საგადასახადო ტვირთის ზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას? ესტონური მოდელი კარგია და ჩვენ უფრო რადიკალური გზის მომხრე ვიყავით, მაგრამ თუკი საგადასახო ტვირთი ჯამში მაინც გაზარდეთ და თუკი თქვენი მმართველობის დროს იზრდება, იმ პირობებში, როცა ფასები იზრდება, როცა პენსია პრაქტიკულად არ გაზრდილა, როცა ხალხს უჭირს, ეს რანაირად არის სწორი პოლიტიკა?!”, - მიმართა გიგა ბოკერიამ გიორგი კვირიკაშვილს.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში