ბენიამინ ნეთანიაჰუ - გაერო ტყუილების სახლია

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, გაერო „ტყუილების სახლია“. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ასე გამოეხმაურა იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭს დღეს უყრიან.

„ისრაელის სახელმწიფო კენჭისყრას არ აღიარებს. იერუსალიმი ჩვენი დედაქალაქია. ქვეყნების საელჩოები, პირველ რიგში აშშ-ს საელჩო, იერუსალიმში გადმოვა“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელისადმი დამოკიდებულება გაერო-ს კედლების გარეთ ბევრ ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე იცვლება.

„ეს ცვლილებები საბოლოოდ გაერო-ს, ამ ტყუილების სახლის შენობის კედლებშიც შეაღწევს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი დარჩება მიუხედავად იმისა, აღიარებს ამას გაერო თუ არა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა