ქუთაისში ორი ადამიანის დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ორი ადამიანი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მოქალაქეების დაღუპვის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა, რადგან ცხედრებს დაზიანება არ აღენიშნება.

გამოძიება 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“