გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) - დაკავების შემდეგ გამაშიშვლეს, ალბათ, ჩემი შეშინება უნდოდათ

დაიწყეს ჩემი გაშიშვლება, ალბათ, შეშინება უნდოდათ, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა სასამართლოში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

გიორგანაშვილმა დეტალურად გაიხსენა მისი დაკავების დეტალები და აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა დაკავების დროს სიტყვიერ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

“როდესაც სარფიდან შემოვედი, ტაქსი გავაჩერე და თბილისში ჩამოვედი. გზაში ჩამეძინა და რომ გავიღვიძე, პოლიციელები იყვნენ ჩემს გარშემო. ისინი მთხოვდნენ ჩემი ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ამის შემდეგ დაიწყეს ჩემი გაშიშვლება, ალბათ, შეშინება უნდოდათ. 10 წუთი ასე ვიდექი და დამცინოდნენ. რეალურად, დამამცირეს. მერე სამმართველოში წამიყვანეს და „მამუშავებდნენ“. იქაც ვთქვი, რომ ადვოკატი მინდოდა", - განაცხადა გიორგანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო