ალექსანდრე ერქვანიას განცხადებით, ეკლესიას და პრემიერ კვირიკაშვილს ერთი და იგივე ძალები ებრძვიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალექსანდრე ერქვანია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს იმ ძალების გამოაშკარავებისა და საკადრისი პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს, რომლებიც გიორგი კვირიკაშვილსა და ეკლესიას ებრძვიან.

როგორც ერქვანიამ დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, კვირიკაშვილსა და ეკლესიას ერთი და იგივე ძალები ებრძვიან.

”ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი დედა ეკლესიისა და პატრიარქის სიყვარულისთვის და მისი ღვაწლის დაფასებისთვის. სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში გარკვეული ძალების მხრიდან მიმდინარეობს ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ და ვფიქრობ, იგივე ძალები აწარმოებენ თქვენს წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას, რადგან მათთვის მიუღებელია თქვენი დამოკიდებულება მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და ეკლესიის მიმართ. ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, მეტი ყურადღება მიაქციოთ ეკლესიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. აუცილებელია ამ ძალების გამოაშკარავება და მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა”, - მიმართა კვირიკაშვილს ერქვანიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო