„სადახლოზე“ არადეკლარირებული სიგარეტი, კუსტარულად დამზადებული არაყი და ყავა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 1600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი, 25 ლიტრი კუსტარულად დამზადებული არაყი და 20 კგ. ყავა აღმოაჩინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ტვირთი სომხეთიდან შემომავალი ამავე ქვეყნის მოქალაქის, რ.ი-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას გამოავლინდა.

მათივე ცნობით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით, ასევე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო