ზაქარია ქუცნაშვილი - განათლების სფერო რეფორმებსაა მოწყურებული და თუ ამის პოლიტიკური გამბედაობა არ გვეყო, ერთ წრეზე ვიტრიალებთ

განათლების სფერო რეფორმებსაა მოწყურებული და თუ პოლიტიკური გამბედაობა არ გვეყო, დავიწყოთ განათლების სფეროს რეფორმირება, ერთ წრეზე ვიტრიალებთ, - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, მთავრობის ნდობის საკითხის განხილვისას გააკეთა.

”შეუძლებელია 30-35 მოსწავლიან კლასებში სწავლის ხარისხის გაზრდა. ჩვენ მომავალ წელს 14 ახალ სკოლას ვაშენებთ, მაგრამ 14-ვე ახალი სკოლა ეს არის ავარიული სკოლების ჩანაცვლება ახალი შებობა-ნაგებობებით. გადასახედია სკოლის პედაგოგების შრომის ანაზღაურების წესი. სერტიფიცირებული პედაგოგების გარეშე ჩვენ ახალ სკოლას ვერ შევქმნით. სერტიფიცირებული პედაგოგების შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია საათების რაოდენობაზე. მცირე კონტიგენტიან სკოლებში - არის მთის თუ სოფლის სკოლები, შეუძლებელია იყოს საათების რაოდენობა. თუ ეს შეუძლებელია, გამოდის, რომ სკოლის პედაგოგებს არა აქვთ სტიმული, გადამზადება გაიარონ და განათლების გაღრმავებაზე იზრუნონ”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე შესაცვლელია უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი. ქუცნაშვილის შეფასებით, დღეს უმაღლესი სასწავლებლები ზარმაც სტუდენტზე მიმაგრებული გრანტის მძევლები არიან, ხოლო სხვა შემთხვევაში, ისინი დაფინანსებას დაკარგავენ.

”ჩვენ მარტო ორ უნივერსიტეტზე წელიწადში 100 მილიონ ლარზე მეტს ვხარჯავთ და ეს ორი უნივერსიტეტი ვერასდროს ვერ მოხვდა მსოფლიოს 1000 უნივერსიტეტის ბოლო ათასეულში მაინც”, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა