გიორგი გიორგანაშვილი - გამართლების შემთხვევაში, იმ პოლიციელების წინააღმდეგ ვინც ჩემს დაკავებაში მონაწილეობდა, სარჩელს შევიტან

იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც ჩემს დაკავებაში მონაწილეობდა, გამართლების შემთხვევაში აუცილებლად შევიტან სარჩელს, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა მსახიობმა გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალა) დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის პოზიცია აბსურდულია, შესაბამისად ის გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა გიორგანაშვილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, სადაც მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა. გიორგანაშვილმა აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ ზეწოლას.

შემდეგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს 14:30 საათზე გაიმართება.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის ფლობისთვის წაუყენეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წელამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა