კახა კახიშვილი - შესაძლებელია კრიტიკული აზრის ისე გამოთქმა, რომ პირად ღირსებას არ შეეხო - თუ წითელ ხაზს კვეთ, პასუხისთვის მზად უნდა იყო

ნებისმიერი კრიტიკული აზრი შესაძლებელია ისე გამოთქვა, რომ არ შეეხო პირად ღირსებას და პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადახვიდე, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტში გუშინდელი ინციდენტის შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება იმისთვის არის ხელისუფლებაში, რომ მოუსმინოს ოპოზიციის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თუ მოქალაქეების კრიტიკას, მაგრამ ყველა ტიპის ურთიერთობას აქვს თამაშის წესები და წითელი ხაზი, რომელსაც თუ გადაკვეთ, პასუხისთვისაც მზად უნდა იყო.

„ნებისმიერი კრიტიკული აზრი შესაძლებელია ისე გამოთქვა, რომ არ შეეხო პირად ღირსებას. შეიძლება მთავრობის მიმართ ძალიან კრიტიკული იყო, ძალიან მკაფიოდ და ცხარედ მიუთითო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამასობაში არ უნდა გადახვიდე პიროვნულ შეურაცხყოფაზე. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ეს სტანდარტი ნებისმიერი კომუნიკაციის დროს და გარწმუნებთ, რომ ბევრად შედეგიანი იქნება თუნდაც კრიტიკული მოსაზრების გამოთქმა შედეგისთვის, ვიდრე შეურაცხყოფაზე გადასვლა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა