მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკვერში 15 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წეროვანში დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ჯ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სკვერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულ მ.მ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მკურნალობს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მიმდინარე წლის 21 დეკემბერს სოფელ წეროვანში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით, რაც შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.

იხილეთ ვიდეო: რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვნის დაჭრისთვის 17 წლის ბიჭი დააკავეს - მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო