რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ბატონო ტრამპ, თქვენ ვერ იყიდით ხალხის ნებას დოლარებით

აშშ ვერ იყიდის ხალხის ნებას დოლარებით, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რითაც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით, ქვეყნების გაფრთხილებას გამოეხმაურა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს დემოკრატიის აკვანს უწოდებენ. დემოკრატიის აკვანი ცდილობს ერების ნება დოლარებით იყიდოს“, - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვერ იყიდის ხალხის ნებას.

„ბატონო ტრამპ, თქვენ ვერ იყიდით ჩვენს ნებას. სრულიად მსოფლიოს მოვუწოდებ: არ გაყიდოთ თქვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის რამდენიმე დოლარად. თქვენი პოზიცია მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დღეს აშშ არ მიიღებს იმ შედეგს, რომელსაც ელოდება და მსოფლიო აშშ-ს კარგ გაკვეთილს ჩაუტარებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს.

„ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო