გურჯაანის საკრებულოს სხდომაზე ხელფასების მომატების საკითხი დაამტკიცეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხელფასების მომატების საკითხი დაამტკიცეს. მომდევნო წლიდან მომატებულ ხელფასს საკრებულოს აპარატის 15 თანამშრომელი აიღებს. ხელფასის მომატება არ შეხებია საკრებულოს თავმჯდომარეს, რომლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2650 ლარია.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ლევან ხაზიურის განცხადებით, სხდომაზე დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, სახელფასო ცვლილებები 15 შტატიან თანამშრომელს შეეხო. ესენი არიან: აპარტის უფროსი, ორი განყოფილების უფროსი, სამი პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და ცხრა მეორე კატეგორიის სპეციალისტი.

ცვლილების მიხედვით, გურჯაანის საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასები შემდეგნაირად განისაზღვრა:

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 1700-ის ნაცვლად 1800 ლარია. საკრებულოს კომისიისა და ფრაქციების თავმჯდომარეების 1350-ის ნაცვლად - 1500, საკრებულოს აპარატის უფროსი 1000-ის ნაცვლად 1500 ლარს აიღებს. საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო კი 810 ლარის ნაცვლად 1200 ლარია. რაც შეეხება მესამე რანგის და პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებს, 560 ლარის ნაცვლად ყოველთვიური სარგო 700 ლარი ექნებათ. მესამე რანგის და მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტები კი 530-ის ნაცვლად 630 ლარს აიღებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს