ქეთევან ციხელაშვილი - ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართვაზე კვირიკაშვილის განცხადება ითვალისწინებდა კონსულტაციებს, რომელიც ამ ფორმატის ეფექტიანობას უკავშირდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით, ითვალისწინებდა კონსულტაციებს, რომელიც უკავშირდება ამ ფორმატის ეფექტიანობას.

„პრემიერმა ისაუბრა იმ კონსულტაციებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს პარტნიორებთან. ბუნებრივია, ეს კონსულტაციები გვაქვს ძალიან სისტემატურად, რომ არსებული მოლაპარაკებების ფორმატი გახდეს უფრო ეფექტური იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც არის ჟენევის დღის წესრიგში. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, მთავარ საკითხებზე არსებითი პროგრესი არ არის მიღწეული. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ კონსულტაციებზე, რომელიც უკავშირდება ამ ფორმატის ეფექტიანობის და მანდატის გაზრდასაც, სავარაუდოდ, რამდენადაც ჩვენი ამოცანა არის არა მხოლოდ კონკრეტულად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, რომელიც არის თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი და ნომერ პირველი პრიორიტეტი, არამედ საბოლოო ჯამში, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება. ამაზე იყო საუბარი, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორ გახდეს ეს პროცესი კიდევ უფრო ეფექტური“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატის მინისტრის დონეზე ამაღლების და მასში პირადად ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს