გიორგი გახარია - ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებზე რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული.

როგორც გახარიამ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობის” ქმედებები ეყრდნობა მხოლოდ ჭორებს, პროვოკაციებსა და შინაარსს მოკლებულ ქმედებებს.

”ეს არის აბსოლუტურად ცარიელი, მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციებზე, უაზრო ჭორებზე დაყრდნობილი ქმედებები, ამიტომ მე საჭიროდ არ ვთვლი, რომ ამაზე რაიმე რეაქცია უნდა გავაკეთო. ჩვენი რეაქცია უნდა იყოს აბსოლუტურად ნული, რადგან ეს არის ცარიელი, არაფრის მთქმელი, ყველანაირ შინაარსმოკლებული რეპლიკები, ჭორები და გაუგებარი ბრალდებები”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც ცნობილია, პარლამენტში გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა