რომან გოცირიძე - ამ მარხვაში გინება როგორ შეიძლება?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, არ არსებობს არც ერთი სფერო, სადაც ხელისუფლებას რაიმე სახის მიღწევა აქვს, ამიტომ მათ მხარს არ დაუჭერენ, - ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. გოცირიძე პარლამენტში გუშინ მომხდარ ინცინდენტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება კრიტიკის გამო ოპონენტს აგინონ.

„არ მგონია, რომ ნებისმიერ მაყურებელს ერწმუნოს იმის, რასაც მთავრობა ამბობს. ბოლო ერთი წლის მუშაობა რომ ავიღოთ, არ ყოფილა ერთი მიმართულება, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაიმე წინსვლა ჰქონდა ამ მთავრობას. ერთი მაგალითიც არაა, რომ გაუმჯობესდა მატერიალური, ან სულიერი, ან პოლიტიკურ– ფილოსოფიური ყოფა. სასამართლო სისტემა მოიშალა, საზღვრები მორღვეულია, ტერორისტები შემოდიან, ადამიანებს იტაცებენ და გადაყავთ აზერბაიჯანში, ნარკოტიკებს უდებენ ახალგაზრდებს, ეკონომიკა დეგრადირებულია, ფასები და სიღარიბე იზრდება, ლარი გაუფასურებულია, კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს. შარშან ამ დროს, როდესაც ამ მთავრობას ვამტკიცებდით, საქართველოს მოსახლეობა ირჩევდა პრეზიდენტს, დღეს პრეზიდენტის არჩევის უფლებაც არ გვაქვს. ბუნებრივია, რომ მათ მხარს არ დავუჭერთ და გავაკრიტიკებთ. კრიტიკას უნდა მოსმენა და როგორი გამაღიზიანებელიც არ უნდა იყოს, არ უნდა შეაგინო ოპონენტებს. ეს ჩვენი „ქართული ოცნება“ დღე და ღამე ღმერთზე ლოცულობს, დილით ღმერთზე ფიქრობენ და ღამით ანგელოზები ესიზმრებათ და ამ მარხვაში გინება როგორ შეიძლება, თანაც ჯერ სამარხვო გინება არ არის გამოგონებული”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა