ზუგდიდის მერი ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძეს - კაცი რომ იყო, გაგინებდი

ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" 100 %-იან წილის გასხვისებისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების საკითხს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძეს უზრდელი და დემაგოგი უწოდა. მერმა დეპუტატს უთხრა, მამაკაცი რომ ყოფილიყო შეაგინებდა.

ოპოზიციონერი დეპუტატი გოგიასგან ითხოვდა პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არ შედგა ააიპ თვითმმართველი თემის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების დარიგებას გულისხმობდა. ამასთან, ენმ-ს წევრმა მმართველი გუნდი საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ წარუმატებლობაში დაადანაშაულა.

„ზუგდიდის მერის გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის შედეგია ის, რომ ბავშვები დარჩნენ საჩუქრების გარეშე და მშობლებს მოუწევთ საჩუქრების ყიდვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ სხვისი შვილები არ აინტერესებთ. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბს, ერთი წლის წინ გასხვისდა უკრაინელებზე ეს გუნდი. მაშინ საკითხს ისე დაუჭირეს მხარი, რომ ინვესტორებმა კონკრეტული გეგმა ვერ წარმოადგინეს. სააბოლოოდ კი ისინი გაიქცნენ და ვერც ერთი ვალდებულება ვერ შესარულეს. ვითხოვდით, რომ ახალი ინვესტორი მოსულიყო დღეს და წარედგინა კონკრეტული გეგმა. ვიცით, რომ ყიდვას აპირებს ზაზა ჯანაშია“, - განაცხადა წითლიძემ.

თავის მხრივ, მერი ლაშა გოგია აცხადებს, რომ საჩუქრებს ბავშვები არდადეგების შემდეგ მიიღებენ, თუმცა ის ვერ აკონკრეტებს, ეს როდის მოხდება. „ბავშვებს ექნებათ ახალი წლის ზეიმიც და საჩუქრებიც. შეიძლება ამ წლის ბოლოს ვერ მოხერხდეს, მაგრამ საახალწლო პერიოდში მიიღებენ“, - აღნიშნა ლაშა გოგიამ.

საფეხბურთო კლუბზე განმარტებები საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ გააკეთა. მისი თქმით, გუნდს არ აქვს სახარბიელო მდგომარეობა და ჩვენ გამოსავალს მის გასხვისებაში ვხედავთ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა