ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილი არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვს

ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილი არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვს. კომისიის წევრები ირაკლი ალხაზიშვილი და ლალი აფციაური აცხადებენ, რომ სიაში 2018 ადვოკატის ხელმოწერა იყო დაფიქსირებული, თუმცა, შემაჯამებელ ოქმში 2054 ბიულეტინი აღმოჩნდა.

კომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესი არალეგიტიმური იყო და შედეგი უნდა გაუქმდეს.

„შედეგები, რომელიც გამოაცხადეს, უნდა გაბათილდეს. ამის მისაღწევად სამართლებრივი გზა - სასამართლო არსებობს. ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდეს. ჩვენი მიზანია, დადგინდეს პროცესის არალეგიტიმურობა და მას მიეცეს სამართლებრივი მსვლელობა“, - განაცხადა ირაკლი ალხაზიშვილმა.

„საარჩევნო ყუთებში აღმოჩნდა იმაზე მეტი ბიულეტინი, ვიდრე ჩვენ გავეცით. არჩევნები გაყალბდა, ის გააყალბეს დავით ასათიანის მომხრეებმა. ეს უშუალოდ დაფიქსირდა ზაზა ხატიაშვილის მიერ, როცა ასათიანის მიერ დანიშნული კომისიის წევრი ბიულეტინებით ხელში დაიჭირეს საარჩევნო კაბინაში. ეს არის ადვოკატთა ასოციაციის ძალიან დიდი სირცხვილი. ვითხოვთ არჩევნების ბათილად ცნობას“, - განაცხადა ლალი აფციაურმა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური 23 დეკემბერს დაინიშნა. თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო