კობა გვენეტაძის ბრძანებით, კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებები შევიდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებები შევიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული მოიცავს "კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში" ცვლილებებს, "პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკების კაპიტალის დამატებითი ბუფერების განსაზღვრის წესის", "კონტრციკლური ბუფერის განაკვეთის განსაზღვრის" და "სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების" თაობაზე ახალი მოთხოვნების დაწესებას.

„ცვლილებების მიზანია კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესების გზით ბაზელ III-ის ჩარჩოს სრულყოფა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე -

https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid;=3248

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა