გიორგი კვირიკაშვილი ნუკრი ქანთარიას - არ ვიტყოდი, რომ მარტო სოზარ სუბარია მთავრობაში, ვისაც ”ქართული ოცნების” მიმართ სიმპათია გააჩნია

არ ვიტყოდი, რომ მარტო სოზარ სუბარია ჩვენს მთავრობაში, ვისაც ”ქართული ოცნების” მიმართ სიმპათია გააჩნია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეკითხვას, რომელიც მთავრობაში პარტია ”ქართული ოცნების” წევრების მცირე რაოდენობას ეხებოდა. კვირიკაშვილის თქმით, პარლამენტის ტრიბუნა ამ საკითხის განხილვის ადგილი არ არის.

”არამგონია ეს ტრიბუნა იყოს ამ საკითხის განხილვის ადგილი. კრიტიკად არ ჩამითვალოთ. მზად ვარ თქვენთან ერთად განვიხილო პარტიის საკითხები. ზოგადად თუ შემეკითხებით, პარტიის პოლიტსაბჭო ალბათ გასააქტიურებელია და ალბათ პარტიის საკითხები სხვა პლატფორმაზე უნდა განვიხილოთ. ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, არ ვიტყოდი, რომ მარტო სოზარ სუბარია ჩვენს მთავრობაში, ვისაც ”ქართული ოცნების” მიმართ სიმპათია გააჩნია. ოფიციალურ წევრობას არ ვგულისხმობ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დაინტერესდა, თუ რატომ არ არის უფრო მეტად წარმოდგენილი მთავრობაში პარტიული აქტივი.

”თქვენ ბრძანდებით მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ფიქრობთ თუ არა, რომ პარტიული რესურსის გამოყენება უფრო მეტად უნდა მოხდეს? რამდენადაც ვიცი, კაბინეტს თუ გადავხედავთ, მხოლოდ ბატონი სოზარია პარტიის წევრი. ფიქრობთ თუ არა მომავალში, რომ პარტიული რესურსი აუცილებლად გამოსაყენებელია?”, - განაცხადა ქანთარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა