გიორგი კვირიკაშვილი - აქციზის გადასახადის გაზრდა მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ამის გარეშე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით

აქციზის გადასახადის გაზრდა მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის მიღების გარეშე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების შედეგები კიდევ წინ არის.

”გიდასტურებთ, რომ გადასახადების შემცირება ეკონომიკურ ზრდას ემსახურება. აქციზის მომატებით, რა თქმა უნდა, მოხმარება მეტად დაიბეგრა და რა თქმა უნდა, ამან ინფლაციის დონეზე იმოქმედა. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის მიღების გარეშე ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ის, რომ ჩვენ წელს 500-მილიონი ლარი დავზოგეთ და მივმართეთ ინვესტიციებში, მხოლოდ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო არაპირდაპირი დაბეგვრის კუთხით საგადასახადო ლიბერალიზაცია, ვინაიდან ეს ისტორია ძალიან კარგად გაიყიდა უცხოეთში, ინვესტორებში და ამან ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია ამ გარემოში, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით. გავლენა იქონია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე. ინფლაცია გვაქვს 6%-ის ფარგლებში, ეს ცოტა მეტია, ვიდრე მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი გვქონდა, მაგრამ ეს არის, რაც არის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო