გიორგი კვირიკაშვილი მზადაა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მოგების გადასახადის მოხსნასთან დაკავშირებული ინიციატივა განიხილოს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მოგების გადასახადის მოხსნასთან დაკავშირებით დაყენებული საკითხი განიხილოს, - ასე უპასუხა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანის ინიციატივას, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს მოგების გადასახადი მოეხსნათ.

„რაც შეეხება მოგების გადასახადს, მინდა ვთქვა, რომ განსხვავებულ პირობებში არიან სახელმწიფო უნივერსიტეტები. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ ეს საკითხი განვიხილოთ. ნამდვილად ალბათ, გარკვეულწილად პარიტეტი უნდა აღდგეს, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უმაღლესი სასაწავლებლები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდებიან, 14 მილიონ ლარზე მეტს იღებენ ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, მოგეხსენებათ, რომ ასეთი დახმარება კერძო სასწავლებლებს არ აქვთ. იმ თანხასთან შედარებით, რასაც უნივერსიტეტი სახელმწიფოსგან იღებს, გადასახადი, რომელსაც ის იხდის სახელმწიფოში, გაცილებით მცირეა, თუმცა გადასახადის წნეხის მინიუმუმდე დაყვანა არის ჩვენი ამოცანა და თანდათანობით, სავარაუდოდ, ეს პარიტეტიც აღსადგენია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს