გიორგი კვირიკაშვილი - გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები, რომ პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში პროცენტი არაადეკვატურად მაღალი არ იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები, რომ პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში პროცენტი არაადეკვატურად მაღალი არ იყოს.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი მთავრობამ საპარლამენტო გუნდთან ერთად განიხილა.

”რაც შეეხება პენსიონერების საკითხს, საპარლამენტო გუნდთან ერთად განვიხილეთ ის, რომ გარკვეული მექანიზმებია შემოსაღები, როცა პენსიონერი საკუთარი პენსიის უზრუნველყოფით იღებს სესხს, მას არ ჰქონდეს ძალიან მაღალი, არაადეკვატურად მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ალბათ გარკვეული რეგულაციები იქნება საჭირო და ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ ამ ინიციატივებს. თუმცა რაც შეეხება იმას, რომ ერთ ბანკშია, ეს არის ტენდერი, რომელიც არის გამოცხადებული და თუ რაიმე პრობლემებია ამ მიმართულებით, მზად ვართ მათ შორის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ჩაერთონ და განიხილონ ეს საკითხები”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა