მიხეილ გიორგაძე - ის, რომ გერმანული მხარე უკმაყოფილოა მანანა ბერიკაშვილის საქმიანობით, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს

კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ის, რომ გერმანული მხარე უკმაყოფილოა მანანა ბერიკაშვილის საქმიანობით,აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ მიხეილ გიორგაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი დღეს არ დანიშნულა პროექტის ხელმძღვანელად, ის წელიწადნახევარზე მეტია ამ პროექტს ხელმძღვანელობს. ის, რაც მოხდა დღეს, გახლავთ ორგანიზაციული ვერტიკალის მოწესრიგება და ფუნქციური შინაარსიდან გამომდინარე, პოზიციებზე თავისი სახელების დარქმევა. რაც შეეხება იმას, რომ გერმანული მხარე უკმაყოფილოა ქალბატონი მანანას საქმიანობით, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა შეხვედრაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტთან, მის მოადგილეებთან, ვიცე-პრეზიდენტებთან, უმაღლესი შეფასებაა ყოველთვის გამოხატული მათი მხრიდან მომზადების დონის თვალსაზრისით. ამიტომ ჩემთვის გულწრფელად აბსოლუტურად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა დღეს ამ საკითხის გარშემო. მინდა ვთხოვო ყველას, რომ ჩაიხედონ საქმის ვითარებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ შესაბამისი განცხადებები“, - განაცხადა გიორგაძემ.

აღნიშნულ საკითხზე გიორგაძეს შეკითხვით ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა მიმართა. როგორც მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მანანა ბერიკაშვილი სისტემატურად ვერ ასრულებს გერმანული მხარის მოთხოვნებს, ვადებს, რის გამოც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილოების საკითხი დგას უდიდესი საფრთხის წინაშე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს