მიხეილ ჯანელიძე - ჩვენს ელჩს აქვს ძალიან მკაფიო ინსტრუქცია, იმოქმედოს ევროპის საბჭოს პრინციპებისა და ეროვნული ინტერესების შესაბამისად

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის საკითხზე საერთოდ არ უმსჯელია.

როგორც ჯანელიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ”ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხებს არა მინისტრთა კომიტეტი, არამედ საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს.

”ჩვენს ელჩს აქვს ძალიან მკაფიო ინსტრუქცია, იმოქმედოს ევროპის საბჭოს პრინციპებისა და ეროვნული ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრთა კომიტეტის განხილვებს, მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ინფორმაცია, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, არის მცდარი ინფორმაცია, რადგან რუსეთის ფედერაციისთვის ხმის აღდგენის საკითხი არ წარმოადგენს მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციას. შესაბამისად, მისი განხილვა ამ ფორმატში ვერ მოხდებოდა ვერანაირად. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ინსტრუქცია კონკრეტულ განხილვაზე, რომელზეც თქვენ მიუთითებთ, ამ შემთხვევაში არარელევანტურია. ზოგადად, მინისტრთა კომიტეტის სხდომები დახურულია და ამაზე საჯაროდ საუბარი ქვეყნების მხრიდან იკრძალება. მინისტრთა კომიტეტი რეგულარულად უკეთებს შეხსენებებს საელჩოებს, რომ ამ ქვეყნების მიერ არ მოხდეს დეტალების გასაჯაროება იმისა, რაც იყო მინისტრთა კომიტეტში. მინისტრთა კომიტეტს არ უმსჯელია რუსეთის ფედერაციისთვის ხმის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს წარმოადგენს მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეის კომპეტენციას”, - განაცხადა ჯანელიძემ.

”ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი დაინტერესდა თუ რა ინსტრუქცია აქვს მიცემული ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის თაობაზე განხილვებში. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, მინისტრთა კომიტეტში ამ საკითხზე განხილვა გაიმართა, სადაც საქართველოს ელჩს პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო