გიორგი კვირიკაშვილი - ტენდენცია, რომელიც გვაქვს, იძლევა იმედს, რომ მასწავლებლებს ექნებათ სათანადო ანაზღაურება

მთელი მთავრობის გადაწყვეტილებაა, საპარლამენტო გუნდთან ერთად, რომ განათლების ბიუჯეტი გაიზარდოს მინიმუმ მშპ-ს ზრდის მაჩვენებლითდა შეიძლება უფრო მეტადაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატ სერგო რატიანის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელიც მასწავლებლების ხელფასებს შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, განათლება ხელისუფლების პრიორიტეტია.

„დღევანდელი მდგომარეობით, სქემის მიხედვით სტატუსის დანამატს იღებს 19 ათასამდე მასწავლებელი, მათგან 66% იღებს სრულ დანამატს, რაც ხელფასთან ერთად 1 000 ლარს უახლოვდება. 3 ათასი მასწავლებელია, რომელიც 2012 წლამდე არსებულ დონეზე იღებდა დანამატს, არის დაახლოებით 5 000 პედაგოგი, რომელიც იღებს ნაწილობრივ დანამატს და 11 ათასი - სრულ დანამატს. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, მეტი იყოს და ნამდვილად, მთელი მთავრობის გადაწყვეტილებაა, საპარლამენტო გუნდთან ერთად, განათლების ბიუჯეტი გაიზარდოს მინიმუმ მშპ-ს ზრდის მაჩვენებლით და შეიძლება უფრო მეტადაც. რა თქმა უნდა, არიან მასწავლებლები, რომლებსაც ნაკლები ხელფასი აქვთ, თუმცა, ტენდენცია, რომელიც ნაჩვენებია, იძლევა იმედს, რომ მათ ექნებათ სათანადო ანაზღაურება. მასწავლებლის გადამზადება და მისი პროფესიონალური მომზადების დონე არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სკოლებში უზრუნველვყოფთ მაღალი ხარისხის სწავლებას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე უპასუხა კითხვას სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, რეალურად, მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს სტატუსი შეჩერებული ფინანსური მიზეზით.

„70%-ის შეჩერების მიზეზია სახელმწიფო გრანტის გაზრდა, ან ფაკულტეტის შეცვლა. როდესაც ციფრებს ვასახელებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ რაოდენობიდან 80%-ს აღდგენილი აქვს სტატუსი“, - აღნიშნა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა