გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ყველას ნაკლები წელი გაქვს გატარებული საშუალო სკოლაში და 12 წელი შეიძლება ბევრად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო სტანდრატი

ჩვენ ყველას ნაკლები წელი გვაქვს გატარებული საშუალო სკოლაში და 12 წელი შეიძლება ბევრად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო, ევროპული სტანდრატი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შეკითხვას - საშუალო განათლებითვის 12 წელი ზედმეტია თუ არა.

„ეს ცოტა ისეთი შეკითხვაა, შეიძლება ემოციური პასუხიც და შეიძლება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა როგორ არის ასე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ნაკლები წელი გვაქვს გატარებული საშუალო სკოლაში და 12 წელი შეიძლება ბევრად გვეჩვენებოდეს, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ევროპული სტანდრატი. როგორც მე დავაზუსტე, ეს არის სრულ შესაბამისობაში ბოლონიის პროცესთან და იმისთვის, რომ ჩვენმა საშუალო სკოლადამთავრებულებმა სწავლა გააგრძელონ ევროპაში, ეს სტანდარტი უნდა იყოს დაცული, ამიტომ ამ სტანდარტის შეცვლა მოგვიტანს ჩვენ ამ შესაძლებლობის დაკარგვას ჩვენი ახალგაზრდობისთვის და მგონი ეს არ იქნება კარგი, ბავშვებს კი გაუხარდებოდათ, ალბათ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს