მიხეილ გიორგაძე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დადიანების ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტს უახლოეს პერიოდში წარმოადგენს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატ მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დადიანების ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტს უახლოეს პერიოდში წარმოადგენს.

ამის შესახებ გიორგაძემ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„2006 წლიდან უკვე აქვს ძეგლის სტატუსი ტყე-პარკს. კუტლურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ არის მინიჭებული ეს სტატუსი. ჩვენი შეხვედრის შემდეგ სააგენტოს დაკვეთით გაკეთდა სარეაბილიტაციო პროექტი, თუმცა ეს უფრო კონცეფციაა და არა დეტალური პროექტი. შესაბამისად, კონკრეტულ ხარჯთაღირცვამდე საქმე არ მისულა. სააგენტო არ არის ბოლომდე კმაყოფილი მიღებული პროდუქტით და ამ პროექტის დახვეწა მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, სააგენტო გვპირდება, რომ უახლოეს პერიოდში მზად იქნებიან უფრო დეტალური, ბოლომდე გაწერილი პროექტი წარმოადგინოს და ამის საჯარო განხილვა მოხდეს“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატი აკაკი ბობოხიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს დადიანების ტყე-პარკის და მიმდებარე ტერიტორიის აღდგენაზე მუშაობის დაწყების თხოვნით მიმართა. როგორც ბობოხიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, როგორც ისტორიული, ასევე ტურისტული თვალსაზრისით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა