გიორგი კვირიკაშვილი - არაპირდაპირი დაბეგვრის ტვირთით საგადასახადო ლიბერალიზაციამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე

აქციზის გადასახადის მომატებით, რა თქმა უნდა, მოხმარება დაიბეგრა მეტად და ამან ინფლაციის დონეზე იმოქმედა; ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება,მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღების გარეშე ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ინფლაცია სავარაუდოდ 6%-ის ფარგლებში იქნება, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე ცოტა მეტია, თუმცა, არაპირდაპირი დაბეგვრის ტვირთით საგადასახადო ლიბერალიზაცია სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო.

"მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი დავზოგეთ წელს და ინვესტიციებში მივმართეთ; მნიშვნელოვანი იყო არაპირდაპირი დაბეგვრის ტვირთით საგადასახადო ლიბერალიზაცია, ვინაიდან, ეს ისტორია ძალიან კარგად გაიყიდა ინვესტორებში უცხოეთში და ამან ძალიან დიდი ზეგავლენა იქონია გარემოზე, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით - საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე. ჩემი აზრით, ეს იყო აბსოლუტურად სწორი და დროული გადაწყვეტილება იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ის მივიღეთ და ვფიქრობ, მისი შედეგები ჯერ კიდევ წინ არის. რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია და მე არ ვიტყოდი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ეს გადასახადი დააწვა. რა თქმა უნდა, საწვავზე და თამბაქოზე აქციზი, განსაკუთრებით საწვავზე, ყველას დააწვა, მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ჩვენ ამით დიდ წარმოებებს უფრო მეტი სარგებელი მივეცით, ვიდრე - პატარებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო