გიორგი გახარია - პოლიციელის შრომის პირობები იქნება გაუმჯობესებული

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი გახარიას ინფორმაციით, უწყებაში აქტიურად მიმდინარეობს ოპტიმიზაციის პროცესი.

როგორც გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ოპტიმიზაციის ძირითადი მიზანია უწყების ეფექტურობის გაზრდა. მისივე თქმით, ოპტიმიზაციის ძირითადი აქცენტი იმაში მდგომარეობს, რომ ხდება სამოქალაქო თანამდებობებიდან რუსერსის საპოლიციო დანაყოფებში გადატანა.

”ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან ყურადღების ცენტრში ერთმნიშვნელოვნად საპოლიციო დანაყოფები იქნება. შესაბამისად, მათი შრომის პირობებიც ერთმნიშვნელოვნად იქნება გაუმჯობესებული. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა: სოციალური პაკეტი, წახალისების სისტემა, საკადრო განვითარების და ზრდის სისტემა. ამასთან ერთად, პოლიციელისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია ტექნიკური აღჭურვილობა. ხშირად სამხრე კამერა პოლიციელს უფრო იცავს, ვიდრე მოქალაქეს - სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე. დღეს, სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაციის ძირითადი მიზანი გახლავთ სამოქალაქო თანამდებობებიდან რესურსების საპოლიციო დანაყოფებზე გადმოტანა. სოციალური პაკეტები იქნება გაზრდილი საპოლიციო დანაყოფებისათვის. მათ სოციალურ უზრუნველყოფას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო