გრიგოლ გოგელია - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს რაღაც ნორმებზე დარჩა კითხვები, რაღაც ნორმებთან მიმართებით კი, ჰგონია, რომ ცვლილებები სწორია

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს რაღაც ნორმებზე დარჩა კითხვები, რაღაც ნორმებთან მიმართებით კი ჰგონია, რომ ცვლილებები სწორია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიამ პრეზიდენტთან, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გოგელიას არ დაუკონკრეტებია თუ რა საკითხებთან მიმართებაში დარჩა კითხვები პრეზიდენტს, თუმცა, აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ჯანსაღი საუბარი იყო.

"ორივე მხარემ მოვისმინეთ ერთმანეთის არგუმენტები, ასევე, დაისვა გარკვეული კითხვები. პრეზიდენტმა ისაუბრა საკუთარ აღქმაზე, რომელიც შექმნილ ვითარებაზე აქვს. პრეზიდენტს არ უთქვამს, მისაღებია თუ არა ცვლილებები. ის იღებს სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისგან ინფორმაციებს, სვამს კითხვებს. ჩვენ ჩვენი პოზიცია გავაცანით მას. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს რაღაც ნორმებზე დარჩა კითხვები, რაღაც ნორმებთან მიმართებით კი ჰგონია რომ ცვლილებები სწორია", - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა