ქეთევან მსხილაძე - პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვთქვი, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” კომერციული რეკლამის განთავსების უფლება ნეგატიურად აისახება კომერციულ ტელევიზიებზე

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრის, ქეთევან მსხილაძის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მან რეკლამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა. ამის შესახებ ქეთევან მსხილაძემ პრეზიდენტთან ”მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს, ბორდის წევრმა განაცხადა, რომ ეს კითხვა პრეზიდენტს უნდა დაესვას.

"პრეზიდენტს უნდა დაუსვათ კითხვა, ეთანხმება თუ არა ცვლილებებს. ყოველ შემთხვევაში ვისაუბრეთ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც მედიას აწუხებს. ეს იყო შეხვედრა, სადაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა გამოეთქვა თავისი მოსაზრება. მე გამოვთქვი ჩემი მოსაზრებები რეკლამასთან დაკავშირებით, ზუსტად ის, რაც შეხვედრამდე ვთქვი, რომ რეკლამების შემცირების ფონზე, ”საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის” კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭება, ნეგატიურად აისახება კომერციულ ტელევიზიებზე", - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა