გიორგი კვირიკაშვილი - ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პირველ სტუდენტებს 2019 წლიდან მიიღებს

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პირველ სტუდენტებს 2019 წლიდან მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქუთაისში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ხოლო საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა.

"გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი და შეირჩა მიუნხენის უნივერსიტეტი, რომელიც იქნება ამ უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორი. მიუნხენის უნივერსიტეტის ეგიდით საქართველოში გაიხსნება უნივერსიტეტი, რომელიც პრაქტიკულად დაფარავს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართულებას მთლიანად ჩვენს რეგიონში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდა იმას, რომ ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე უნივერსიტეტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტი ტექნიკურ განათლებაში, ჩამოსულიყო საქართველოში. მემორანდუმზე ხელი უკვე მოწერილია. მშენებლობის ნებართვა სექტემბერში გაიცა. მშენებლობა დაიწყება 2018-ში. რამდენადაც ვიცი, უკვე გარკვეული მშენებლობა განხორციელებულია, ქვაბული ამოღებულია ამ რამდენიმე თვის განმავლობაში. პირველი სტუდენტების მიღება უკვე 2019 წლიდან იქნება შესაძლებელი და რა თქმა უნდა, თანდათანობით გაიზრდება მიღებული სტუდენტების მაჩვენებელი. ეს უნივერსიტეტი იმ მასშტაბით იქნება, რა მასშტაბითაც დაანონსდა. რა თქმა უნდა, ეტაპობრივი იქნება მისი მასშტაბის ზრდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი შემოსულიყო პარტნიორად და ეს მოხერხდა სწორედ ამ პერიოდში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა