გიორგი კვირიკაშვილი - ვიდრე ახლად დანიშნული მინისტრი უწყებას ფუნქციონალურად არ გაივლის, კონკრეტულ გეგმებზე საუბარი არასერიოზული იქნებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდრე ახლად დანიშნული მინისტრი უწყებას ფუნქციონალურად არ გაივლის, კონკრეტულ გეგმებზე საუბარი არასერიოზული იქნებოდა.

როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც ოპტიმიზაციის შესახებ გაცხადდა, ძალიან ბევრი კითხვა ისმის.

”ძალიან მნიშვნელიოვანია აღინიშნოს, რომ მთავრობის რესტრუქტურიზაციის კანონპროექტების განხილვის დროს ხშირად დაისვა შეკითხვები, თუ რატომ არ გაქვთ უკვე წარმოდგენილი საბიუჯეტო მონაცემები, რამდენს დაზოგავთ, რამდენს გაუშვებთ, რომელ სტრუქტურას შეკვეცავთ და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ სანამ ახლად დანიშნული მინისტრი არ გაივლის დეტალურად ფუნქციონალურ მიმართულებებს და ზუსტად არ ჩამოყალიბდება რომელი სტრუქტურა იქნება ოპტიმალურად მორგებული იმ ამოცანებზე, რომლებიც გაერთიანებულ თუ შერწყმულ სამინისტროებს ექნება, ძალიან რთული იქნება წინასწარ ასეთი მოანაცემების წარმოდგენა და მე ვფიქრობ, არასერიოზულიც იქნებოდა ჩვენი მხრიდან”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, შესაძლოა თუ არა მთავრობის გაერთიანებული კაბინეტი ერთ რომელიმე შენობაში გადავიდეს. პრემიერის თქმით, ეს საკითხი შესაძლოა განხილული იყოს.

”რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანების შედეგად ახალი შენობის აშენების საკითხს, ჩვენ ამას განვიხილავთ. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დასჭირდება ოპტიმიზირებულ კაბინეტს და თუ იქნება ამის ფუნქციონალური საშუალება და ფიზიკურად განთავსდება უფრო ნაკლებ ფართზე, ნამდვილად არ აქვს მთავრობას ის თვითმიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი კვადრატული მეტრი დაიკავოს. შეგვიძლია, რომ საკითხი გადავსინჯოთ, რამდენად იქნება საშუალება, რომ არსებული სამინისტროების გარკვეული ფართები გამოვიყენოთ. შეიძლება ისიც გავაკეთოთ, რომ არსებული ფართების რეალიზაცია გავაკეთოთ, მათი, რომლებიც უფრო მომხიბვლელ ადგილებშია, რათა იქ სასტუმროები და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები განთავსდეს და კომერციულად უფრო ნაკლებად მიმზიდველ ადგილას ავაშენოთ შენობა, რომელიც იქნება მოწყობილი გაერთიანებული სამინისტროსთვის, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ოპტიმიზაციის პრინციპზე მორგებული და ნამდვილად არ იქნება ზედმეტი ფუფუნება. ეს არ არის ჩვენი მიმართულება და ამას მოწმობს ჩვენი გადაწყვეტილებაც”, - განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა