გიორგი კვირიკაშვილი - სსიპ-ების უზრუნველყოფის დონე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საერთო ლოგიკიდან ამოვარდნილი

სსიპ-ების უზრუნველყოფის დონე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საერთო ლოგიკიდან ამოვარდნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობისკანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მისცა დავალება, რომ სსიპ-ების შემოსავლების მიმართულებით საკითხი შეისწავლოს.

”რაც შეეხება სსიპ-ების შემოსავალს, რომელიც იზრდება და რატომ არ ხდება შესაბამისი კორექტირება მათი ადმინისტრაციული ხარჯების, მე ფინანსთა სამინისტროს მივეცი ეს დავალება, რომ ნახონ ეს საკითხი, არის თუ არა ამ კუთხით რაიმე. სსიპ არის ისეთივე ფუნქციონალური ერთეული ბიუროკრატიის, როგორც ჩვეულებრივ სხვა უწყებები, უბრალოდ მათ გააჩნიათ საკუთარი შემოსავალი და მათი უზრუნველყოფის დონე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საერთო ლოგიკიდან ამოვარდნილი, რომელიც ვინმეს მისცემს საშუალებას, რომ მსგავსი დასკვნა გამოიტანოს. სსიპ-ების საბაზისო დაფინანსება პროპორციულად უნდა ხდებოდეს და გეთანხმებით ამაში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა