მიხეილ ჩხენკელი - იდენტიფიცირებული გვაქვს შედარებით პრობლემური სკოლები, სადაც განსაკუთარებით მჭიდრო იქნება მანდატურებსა და პატრულს შორის თანამშროლობა

საპატრულო პოლიცია მანდატურებს გარე პერიმეტრის პატრულირების საქმეში დაეხმარება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მანდატურის სამსახურის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში მართლაც ძალიან მჭიდრო თანამშროლობა შედგა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

„ჩვენს კომპონენტზე მოგახსენებთ, რაც შეეხება მანდატურებს, გადაიხედება როგორც მანდატურთა სამსახურში მიღების, ასევე გადამზადების და სკოლის ადმინისტრაციისადმი ქვემდებარობის საკითხი, ასევე შიდა პერიმეტრის მონიტორინგის სქემები. ეს პროცესი ძალიან მალე დაიწყება. რაც შეეხება ურთიერთკავშირს, მანდატურსა და საპატრულო პოლიციას შორის, ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს შედარებით პრობლემური სკოლები, სადაც გაზრდილია რისკები და საფრთხები არსებობს. ასეთ სკოლებში განსაკუთარებით მჭიდრო იქნება ურთიერთთანამშროლობა მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. ეს არანაირად არ არ ნიშნავს იმას, რომ საპატრულო პოლიცია სკოლაში შევა. საპატრულო პოლიცია დაეხმარება მანდატურებს გარე პერიმტერის პატრულირების საქმეში“, - განაცხადა ჩხენკელმა.

რაც შეეხება ბულინგის და ზოგადად, ძალადობის საკითხების გადაწყვეტას სკოლებში, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ეს ძალიან სიღრმისეული საკითხია და ძალისმიერი მეთოდებით ამ პრობლემატიკის მოგვარება შეუძლებელია.

„ჩვენ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქ საჭიროა, მთლიანად საზოგადოების ჩართულობა. განათლებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით შევძლებთ ამ პრობლემების დაძლევას. რაც შეეხება ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამაზე ბევრი ვიმსჯელეთ. ერთი კონკრეტული ღონისძიება პრემიერმა უკვე ახსენა - ჩვენი და კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი კამპანია სპორტის მიმართულებით, რაც ყველა სკოლას მოიცავს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

რაც შეეხება განათლების კომპონენტს, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ინფორმირებულობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონეტი ამ პრობლემატისკის დასაძლევად.

„აქ ვგულისხმობთ, რომ ყველა მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი უნდა იყვნენ ინფორმირებულები, თუ რას ეხება საერთოდ ბულინგი, რა არის ძალადობა, როგორ უნდა იმოქმედონ მათ ასეთ რთულ სიტუაციაში. ჩვენ მზად გვაქვს ფლაერები, რომლებიც დაეგზავნება მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს. ეს ფლაერები შედგენილია მოწინავე ფსიქოლოგების მიერ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, ყველა სკოლაში უნდა იყოს კვალიფიციური ფსიქოლოგი, რომ სერვისი იყოს ხელმისაწვდომი ყველა ბავშვისთვის თუ ამისი საჭიროება გახდება აუცილებელი.

„ჩვენ დეფიციტი გვაქვს კვალიფიციური ფსიქოლოგების. იმისთვის, რომ ყველა სკოლა მოვიცვათ, ჩვენ უკვე ვესაუბრეთ უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს, რომ ამ კამპანიაში ჩვენ ჩავრთავთ ფსიქოლოგიის მიმართულების წამყვან მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ამ პროსცეში აქიურად ჩაერთონ. 24 - საათიანი ფსიქოლოგიური სერვისის ცხელი ხაზი უკვე ამოქმედებულია“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა