გიორგი კვირიკაშვილი - გადასახადების ლიბერალიზაცია იქნება ტრენდი მომავალში

გადასახადების ლიბერალიზაცია იქნება ტრენდი მომავალში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

თუმცა კვირიკაშვილმა კონკრეტული დეტალები არ დააკონკრეტა.

„ჩვენ საკმაოდ დაბალი გადასახადები გვაქვს - მსოფლიოში მეცხრე ადგილზე ვართ დაბალი გადასახადებით, ამიტომ ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება, რომ ჩვენ 2% დამატებითი კონტრიბუცია დავაწესოთ საპენსიო შენატანის სახით. ეს არ არის გადასახადი, ეს არის საპენსიო ფონდში თანადაფინანსების კონტრიბუცია. თუმცა გადასახადების ლიბერალიზაცია იქნება ტრენდი მომავალში. მე დღეს კონკრეტიკას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ის განწყობა, რომ საგადასახადო ტვირთი გავზარდოთ, პირიქით, გვინდა, რომ რაც შეიძლება ლიბერალური იყოს ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა