გიორგი მარგველაშვილი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მრჩევლებთან ერთად „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა მეურვეებისგან საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით მოსაზრებები და განსხვავებული შეხედულებები მოისმინა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაინტერესებულ ჯგუფებს კიდევ შეხვდეს.

„ეს კანონი შეიცავს ბევრ ისეთ თემას, რომელიც საზოგადოებაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, თქვენ იცით, რომ თავად პარლამენტშიც და უმრავლესობაშიც არ არის ერთიანი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით. იცით, რომ ვნებათაღელვა არის ზოგადად სწორედ რესურსებზე წვდომასთან დაკავშირებით, რასაც სარეკლამო ბაზარი ჰქვია. ერთის მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველას გვადარდებს და ყველას გვინდა, რომ ეს იყოს ის მაუწყებელი, რომელიც საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს და ამაში ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, ამავე დროს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმის შენარჩუნება, ამის ასე ვთქვათ, დარღვევა და ამაზე დარტყმა დაუშვებელი იქნება, ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ორივე თემას უზრუნველყოფს. ეს ორი თემა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თუ უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება, თუ უფრო მეტი აზრთა ურთიერთ გაცვლა-გამოცვლა და მოსმენა იქნება სხვადასხვა მხარეს შორის", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

სამეურვეო საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს და საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესებული მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო