გია ნიჟარაძე - ვთანხმდებით იმაზე, რომ რეკლამის თემა ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხია, რომელზეც ყველას ერთად გვაქვს სამუშაო

ვთანხმდებით იმაზე, რომ რეკლამის თემა ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხია, რომელზეც ყველას ერთად გვაქვს სამუშაო და მოსაფიქრებელი,რა უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გია ნიჟარაძემ პრეზიდენტთან, მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე პრეზიდენტმა საკუთარი არგუმენტები მოიყვანა რეკლამის ნაწილზე და ბორდის წევრებს საკუთარი აზრი გააცნო.

„ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა იყო. გავცვალეთ ინფორმაცია, არგუმენტები. მიმოვიხილეთ ის ძირითადი საპრობლემო საკითხები. ამ საკითხების აბსოლუტურ უმრავლესობაზე ჩვენ შევთანხმდებით და ერთიანი ხედვა გვაქვს. ყველაზე პრობლემური რეკლამის საკითხია. ეს არის რეალურად პრობლემა, რომელზეც საფიქრალი გვაქვს ყველას ერთად. პრეზიდენტმა საკუთარი არგუმენტები მოიყვანა იმ ნაწილზე, რაც რეკლამას შეეხებოდა. ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა, რომელიც აბსოლუტურად ერთნაირი არ იყო. თუმცა, ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხი, რომელზეც ყველას ერთად გვაქვს სამუშაო და მოსაფიქრებელი, რა უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა