გიორგი კვირიკაშვილი - 10 წელი შესრულდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებიდან და ჩვენ გვჭირდება შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები ნატოსგან

10 წელი შესრულდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებიდან და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც ნატო გადადგამს საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ემზადება ნატო-ს მომდევნო სამიტისთვის და პრემიერობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ ამ სამიტის დროს მოხერხდება ქვეყნის მეთაურების დონეზე ნატო-საქართველოს საბჭოს მოწვევა.

”თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის თავდაცვის ინიციატივაზე. საქართველო მაქსიმალურად ცდილობს აქტიურად ჩაერთოს ამ ინიციატივაში. ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ხაზი. ვემზადებით ნატო-ს შემდეგი სამიტისთვის 2018 წელს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ სამიტის დროს მოხერხდება ქვეყნის მეთაურების დონეზე ნატო-საქართველოს საბჭოს მოწვევა, სადაც კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ღია კარის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში. 10 წელი შესრულდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებიდან და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯები, რომელსაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსი გადმოდგამს საქართველოს მიმართ. დიპლომატიური მექანიზმები მაქსიმალურად მუშაობს. ჩვენ ყველანი ვართ ჩართულები, დელეგაციებიც აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და ეს არის ჩვენთვის არა მხოლოდ სამხედრო-თავდაცვითი ალიანსი, არამედ ის ოჯახიც, რომელიც ღირებულებების გარშემო ერთიანდება და სწორედ ეს ღირებულებები არის სტრატეგიული ხაზი საქართველოსთვის”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა