ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხზე საუბარი ნაადრევია

პრეზიდენტის მრჩეველის პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ვეტოს დადების საკითხზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, ცვლილებებით გამოწვეული ვნევბათაღელვის გამო პრეზიდენტმა ყველა მხარესთან შეხვედრა და მათთგან არგუმენტების მოსმენა გადაწყვიტა.

„დღევანდელი შეხვედრაც მათი სურვილით იყო და ბუნებრივია, თუკი ვინმეს კიდევ ექნება სურვილი ამ თემაზე საუბრის, პრეზიდენტი ასევე მზადაა გამართოს ეს შეხვედრები, ვინაიდან საკითხი ეხება გამორჩეულ სიკეთეს - ერთის მხრივ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” ყველას გვადარდებს და გვინდა, რომ ეს იყოს ის მაუწყებელი, რომელიც საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს და ამაში ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. ამავე დროს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმის შენარჩუნება. ამის დარღვევა და ასე ვთქვათ ამაზე დარტყმა დაუშვებელი იქნება. ამიტომ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ორივე თემას უზრუნველყოფს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს ორი თემა წინააღმდეგობაში არ მოდის ერთმანეთთან თუ უფრო მეტი თანამშრომლობა, აზრთა ურთიერთგაცვლა და მოსმენა იქნება“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო