დიმიტრი ქუმსიშვილი - კაპიტალური ხარჯები არის ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით უკეთესი, ვიდრე მიმდინარე ხარჯები

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგადასახადო წნეხთან დაკავშირებით ისაუბრა.

„როდესაც ჩვენ ყველა ერთიანად ვთანხმდებით, რომ კაპიტალური ხარჯები არის ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით უკეთესი, ვიდრე მიმდინარე ხარჯები, ამას, რა თქმა უნდა, უკან აქვს მაკროეკონომიკური გათვლა. პირობით ერთეულში რომ ავიღოთ, მიმდინარე ხარჯების შემცირება ჩვენს ეკონომიკას თუ აკლებს ერთ პირობით ერთეულს, იმავე რაოდენობის კაპიტალურ დანახარჯებში ხარჯვა ორი ერთეულით ზრდის ჩვენს ეკონომიკას. როდესაც ვამბობთ პირდაპირი გადასახადების შემცირებას და არაპირდაპირი გადასახადების გაზრდას, სწორედ ასევეა - პირდაპირი გადასახადების შემცირება 6 ერთეულით ზრდის ჩვენს ეკონომიკას და არაპირდაპირი გადასახადების გაზრდა ერთი ერთეულით ამცირებს ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დეკომპოზიცია, თუ როგორია მთლიანად ფისკალური რეფორმა, რომელიც განახორციელდა ქვეყანაში.

„ჩვენ ამოგლეჯილად არ ვიხილავთ ამ ფისკალურ რეფორმას - ვამბობთ, რომ შევამცირეთ პირდაპირი გადასახადები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და პირობით ერთეულებში მე ეს აღვწერე კიდეც. გავზარდეთ არაპირდაპირი გადასახადები, შევამცირეთ მიმდინარე დანახარჯები და გავზარდეთ კაპიტალური დანახარჯები. კუმულატიურად, ეს პოზიტიურად აისახება მთლიანობაში ჩვენს ეკონომიკაზე, რაც რა თქმა უნდა, მოხდა კიდეც“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს