გიორგი კვირიკაშვილი - ფინანსთა სამინისტროს აქვს ძალიან კარგი გეგმები საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის მიმართულებით

ფინანსთა სამინისტროს აქვს ძალიან კარგი გეგმები საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობისკანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების მექანიზმებეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღგ-ის დაბრუნების ავტომატური სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესისთვის.

„ეს საკითხი მუდმივი პრობლემა იყო, დღეს არსებობს დრო, როცა ხდება დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნება, თუმცა იგეგმება ამ პერიოდის კიდევ უფრო შემცირება. ფინანსთა სამინისტრო გეგმავს საგადასახადო სისტემა გახდეს უფრო მეგობრული ბიზნესთან მიმართებაში და გამარტივდეს მისი ურთიერთობა სახელმწიფოსთან“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით.

„ესეც იყო ძალიან კარგი ნაბიჯი ლიბერალიზაციის მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ცვლილებები დღგ-ის კუთხით, რომელიც დაეხმარა დეველოპერებს, გაცოცხლდა ბევრი გაჩერებული მშენებლობა. ფინანსთა მინისტრს გააჩნია საინტერესო გეგმები და იმედი მაქვს, მამუკა ბახტაძე წარმატებით გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო