გიორგი კვირიკაშვილი მზადაა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხის გადაწყვეტაში პირადად ჩაერთოს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხის გადაწყვეტაში პირადად ჩაერთოს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს ეხებოდა. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის ვალდებულება ხელისუფლებას, ასოცირების გეგმის დღის წესრიგის მიხედვით გააჩნია.

„ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა გარკვეული მსჯელობა. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, რომ საბოლოო ინსტიტუციურ დიზაინზე ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორ ვაკეთებთ ასეთი ტიპის სამსახურს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ რეფორმებით, რომელიც ბატონმა გიორგი გახარიამ დაანონსა და იმ კოორდინაციით, რომელიც დღეს არსებობს სამართალდამცველებს შორის, უფრო და უფრო ნაკლები იქნება იმის საჭიროება, რომ ეჭვი გაუჩნდეს ჩვენს მოსახლეობას, რომ რაიმე არასწორად ხდება. მაგრამ რა თქმა უნდა ვალდებულება არის ვალდებულება და მე მზად ვარ, რომ პირადად ჩავერთო ამ საკითხის გადაწყვეტაში. ჩვენ ამაზე პირადადაც გვისაუბრია. გვქონდა საუბარი ასევე შესაბამისი კომიტეტების ხელმძღვანელებთან, დეპუტატებთან, სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებთან და უახლოეს პერიოდში, გთავაზობთ განვაახლოთ ეს დიალოგი, რათა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა