ელენე ხოშტარია - სამწუხაროა, რომ ტყუილი თქვეს სოზარ სუბარმა და სოფო კილაძემ - ომის მერე მობილიზებული 4 მილიარდი კაპიკ-კაპიკ იყო გაწერილი

სამწუხაროა, რომ ტყუილი თქვეს სოზარ სუბარმა და სოფო კილაძემ - ომის მერე მობილიზებული ოთხი მილიარდი კაპიკ-კაპიკ იყო გაწერილი, - ამის შესახებსაპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„ის ოთხი მილიარდი, უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის იყო მობილიზებული, კაპიკ-კაპიკ, თეთრ-თეთრ იყო გაწერილი ჩვენს დონორებთან ერთად, მათ შორის მოხმარდა დევნილების განსახლებას და დევნილების ბინებით დაკმაყოფილების ტემპი იყო მინიმუმ სამჯერ მაღალი, ვიდრე არის ახლა. ჩემი კითხვა იყო იმაში, როგორ ვაპირებთ დავაჩქაროთ განსახლება“, - განაცხადა ხოშტარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, სოფიო კილაძის განცხადებით, ”ევროპული საქართველოს” წევრს, ელენე ხოშტარიას დევნილების საცხოვრებლებზე კითხვის დასმა არ მოუწევდა, 2008 წელს ხელისუფლებას დონორებისგან გამოყოფილი 4 მილიარდი მიზნობრივად რომ დაეხარჯა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს