დიმიტრი ქუმსიშვილი - უნდა წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ მათ თავიანთი ბიზნესი შექმნან

ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდები, რომ მათ შექმნან და განავითარონ საკუთარი ბიზნესი, დაასაქმონ საკუთარი თავი და შემდგომში სხვები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ახალგაზრდების ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ჩართულობას ეხებოდა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით მთავრობა ძალიან აქტიურია და პროცესი გაგრძელდება. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული რეგიონებში ინოვაციური ცენტრების გახსნა, ამავე დროს, პროფესიული განათლების განვითარების კვალდაკვალ, რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნა. ვითანამშრომლებთ ყველა ინიციატორთან ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების სტარტაპების წახალისება და შესაბამისად, უნივერსიტეტებიდან და პროფესიული განათლებიდან იმ კადრების მიღება, რომლებიც ბაზარზეა მოთხოვნადი“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს