გიორგი კვირიკაშვილი - არასოდეს ვართ წინააღმდეგი პარლამენტში მოსვლის, როდესაც შესაძლებელია გაიმართოს მართლა საქმეზე ორიენტირებული დიალოგი

არასოდეს ვართ წინააღმდეგი პარლამენტში მოსვლის, როდესაც შესაძლებელია გაიმართოს მართლა საქმეზე ორიენტირებული დიალოგი და სადაც ჩვენდავინახავთ სურვილს, უკეთესობისკენ შევცვალოთ ქვეყანა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ ელენე ხოშტარიას კითხვას, ივლიან თუ არა მინისტრები უმცირესობის მიერ მიწვევის შემთხვევაში.

„სერიოზული ცვლილება ხდება ქვეყანაში. საპარლამენტო ცხოვრება გაცილებით უფრო გამოცოცხლდება და დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ რაღაც სფეროებში დიალოგის გამართვას. არ არის გამორიცხული რეკომენდაციების გათვალისწინებაც. სხვანაირად უფრო მეტ პოლარიზაციას მივიღებთ საზოგადოებაში. 2018 წელი მინდა იყოს დიალოგის წელი და დიალოგი წარმოუდგენელია ელემენტარული ეთიკური ნორმების დაცვის გარეშე, რომელიც უნდა იყოს დაცული, რათა კონსენსუსს მივაღწიოთ და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ ან თუნდაც ვერ შევთანხმდეთ, თუნდაც ძალიან ცხარე კამათი გავმართოთ”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო