დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს

დაცვის პოლიციის ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომელი დაჭრილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა თრიალეთის ქუჩაზე მოხდა.

პოლიციის თანამშრომელი დაჭრილი ავტოსადგომზე ნახეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა საქმე თვითდაზიანებას ეხებოდეს.

აღსანიშნავია, რომ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს