ლევან დავითაშვილი - ღვინის სექტორში არსებული წარმატება არის აბსოლუტური რეკორდი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში

ღვინის სექტორში არსებული წარმატება არის აბსოლუტური რეკორდი საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატების საპასუხოდ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავენ.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სფეროში 2012 წლიდან 2017 წლამდე განხრციელებულ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობეში სოფლის მეურნეობის სფეროს მიმართულებით მიდგომები მკვეთრად შეიცვალა. მისი თქმით, პროგრამების ძირითადი ნაწილი გრძელვადიანია და შედეგები მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება.

წარმატებულ სფეროებზე საუბრისას ლევან დავითაშილმა ღვინის სექტორი გამოყო და აღნიშნა, რომ ამ სფეროში არსებული წინსვლა აბსოლუტური რეკორდია საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში. „წელს 70 მილიონ ბოთლზე მეტი ექსპორტი გვაქვს და ველოდებით, რომ წლის ბოლო მონაცემებით 80 მილიონს მივაღწევთ. ეს არის აბსოლუტური რეკორდი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებობის პერიოდში. საქართველოში ამდენი ყურძენი არასდროს გადამუშავებულა. ხაზგასასმელია ისიც, რომ აქამდე ჩვენს ქვეყანაში ინდუსტრიულად დაახლოებით 60 ათასი ტონა მუშავდებოდა, რეგულარულად ჩვენ უკვე გვაქვს 140-150 ათასი ტონის ინდუსტრიული გადამუშავება. ასევე, აღსანიშნავია, რომ 5 ათასი ახალი ჰექტარი ვენახი გაშენდა ბოლო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა