ირაკლი კოვზანაძე - გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა სტრატეგიულად გამართული და შედეგებზე ორიენტირებულია

„ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ მინისტრობის კანდიდატის პროგრამა, მისი ხედვები, სამომავლო გეგმები და ვფიქრობ, რომ სტრატეგიულად თუ ტაქტიკურად, წარმოდგენილი პროგრამა გამართული და შედეგზე ორიენტირებულია, - განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

მისი აზრით, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობამ, განვლილი 2 წლის განმავლობაში, საქმით დაამტკიცა, რომ ეს არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც ერთი მხრივ ადეკვატურად პასუხობს არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს და მეორე მხრივ, ქმნის საფუძველს, ფუნდამენტს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.

ირაკლი კოვზანაძემ, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კონკრეტული ციფრებით დაასაბუთა ის წარმატებული საქმეები, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის გუნდმა ბოლო 2 წლის განმავლობაში ეკონომიკური და ფინანასური მიმართულებით განახორციელა: კერძოდ, მშპ-ს და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, გაზრდილი ვიზიტორების და ტურისტების რაოდენობა, ექსპორტის ზრდა, ჭარბი საგადასახადო შემოსავლები, შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, ბიზნესის მხარდასაჭერად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და ა.შ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სიტემის მნიშვნელობაზე, კაპიტალის ბაზრისა და საპენსიო სისტემის ფუნდამენტალურ რეფორმირებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო