ირაკლი კოვზანაძე - არსებული პრობლემების დიდი ნაწილი დღეს ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო და მოუგვარებელია საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან

ჩვენ კარგად გვესმის, რომ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პრობლემების დიდი ნაწილი დღეს ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო და მოუგვარებელია პრაქტიკულად საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდანვე. სწორედ ამ ტიპის პრობლემებს ეჭიდება გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა და თანდათანობით, ეტაპობრივად აგვარებს მათ, - განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საფინანსო, ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარეობს ბოლო 2 წლის განმავლობაში.

„რეფორმები ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა გაგრძელდებს, უნდა გაგრძელდეს თანმიმდევრულად და ევოლუციური გზით და ვფიქრობ, დღეს ეს ყველაზე კარგად სწორედ წარმოდგენილ გუნდს ხელეწიფება“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა